გალაკტიონ ტაბიძის სახელობის წყარო
ჭომის გზაზე
არის წყარო, რომელიც ერთ დროს სრულიად უპატრონოდ იყო მიტოვებული. მთის გულიდან გადმოხეთქილი
ცივი წყარო იზიდავდა მგზავრებს’’-წერდა პოეტი ლილი ნუცუბიძე.
გალაკტიონს
ძალიან ჰყვარებია ეს წყარო.ბაგრატის ტაძრიდან დაივაკებდა და შემდეგ წყაროს ახლობლად,
რიონის ნაპირზე ჩამოჯდებოდა ხოლმე. ხან წყაროს ჩურჩულს უსმენდა და ხანაც რიონის ზვირთების
დუდუნს.
წყარო კეთილმოუწყობელი
იყო და ეს სწყინდა მგოსანს : იმხანად რიონჰესის მსენებლობა მიმდინარეობდა. ერთხელ წყაროსთან
ჩვეულებრივად შეიკრიბნენ თურმე გალაკტიონი და მისი მეგობრები, მათ შორის ცნობილი ინჟინერი,
რიონჰესის მშენებელი ვლადიმერ ჯიქია. მგოსანმა უსაყვედურა თურმე მეგობარს და თანაც
სთხოვა წყაროს კეთილმოწყობა. ვლადიმერ ჯიქიამ მგოსანს თხოვნა შეუსრულა,წყაროს მილი
ცაუდგა, ფასადი ამოუსენა, მისასვლელი გაუკეთა და დააწერა:,,რიონჰესი,1993 წ.’’
გალაკტიონს
დიდად მოწონებია წყარო და კიდევ უფრო ხსირი სტუმარი ყოფილა მისი.
No comments:
Post a Comment