საბავშვო ბაღის შენობა
ლესელიძის ქუჩის დღევანდელი N30 ბაგა-ბაღის შენობაში იყო ხეჩინაშვილების რეზიდენცია.
ხეჩინაშვილები წარმოშობით ექიმები იყვნენ. მამის და პაპის კვალს ღირსეულად აგრძელებდა
აკადემიკოსი სიმონ ხეჩინაშვილი და აგრძელებს რეზო ხეჩინაშვილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ,,ოტორინოლარინგოლოგის“ კათედრის გამგე იყო.
1921 წელს ბოლშევიკების
შემოსვლასთან დაკავშირებით ხეჩინაშვილებს ჩამოერთვათ ბინა, 1934 წლიდან ამ შნობაში
არსებობას იწყებს ოთხწლიანი, მე-12 დაწყებითი სკოლა, რომელსაც სათავეში ედგა ილია დათიაშვ
ილი და ვერა ნიორაძე.
1955 წელს დაწყებითი
სკოლა გადაკეთებული იქნა რვაწლიან სკოლად და დირექტორად დაინიშნა შოთა ტრიფონის ძე
სულავა.
1964 წლის პირველი
სექტემბრიდან N26 რვაწლიანი სკოლა გადაკეთდა N26 საშუალო სკოლად და მუშაობას შეუდგა
ახალ შენობაში ლესელიძის ქუჩა N4-ში. ხეჩინაშვილების ზემოთხსენებული რეზიდენციის შენობაში
კი 1964 წლის პირველი სექტემბრიდან ბინა დაიდო
საბავშვო ბაღმა. საბავშვო ბაღის გამგედ დანიშნული იქნა ლიზა წერეთელი 1972 წელს
N13 საბავშვო ბაღი გადაკეთდა N12 საბავშვო
ბაღად. 1978 წელს კი N10 საბავშვო ბაღად. დღეს კი ამ შენობაში N30 ბაგა-ბაღია განთავსებული
და საკმაოდ წარმატებულადაც მიმდინარეობს აღმზრდელობითი მუშაობა.
No comments:
Post a Comment