ბიბლიოთეკა



    1926 წელს საჯარო ბიბლიოთეკის # 23 საქალაქო ფილიალის შენობაში, ლესელიძის ქუჩის II ჩიხის # 13-ში დაარსდა (ახლანდელი ლესელიძის V შესახვევში, #33) ოთხწლიანი დაწყებითი სკოლა, რომელიც საბოლოოდ 26-ე საშუალო სკოლად გადაკეთდა.
    1947 წლიდან აღნიშნულ შენობაში 40 წლის მანძილზე იმყოფებოდა ქუთაისის ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკის #2 საქალაქო ფილიალი. ბიბლიოთეკაში აღირიცხებოდა სულ 27000 წიგნი ქართულ და რუსულ ენებზე. ყოფილი თანამშრომლები: გამგე ჯანიკო ვასილის ასული იოსელიანი-დამსახურებული ბიბლიოთეკარი, შალამბერიძე ნაზი მინას ასული, ლომთაძე ვენერა კონსტანტინეს ასული.
    1987 წლის დეკემბრიდან #2 ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში შესახლებული იქნა ქუთაისის ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკის #23 საქალაქო ფილიალი. ბიბლიოთეკის ფონდი შედგება 12 433 წიგნისაგან.

    

No comments:

Post a Comment