„რუა“-ღელეა, რომელიც გამოდის სათაფლიის მთის
ძირიდან და რიონს ერთვის ჭომასთან. ეს წყალი რადიაქტიურია.
ქუთაისში აბანოები ბევრ ადგილას ყოფილა, მათ
შორის ყველაზე უძველესია რუას აბანოები, რომელთაც სამკურნალო თვისებები ჰქონიათ თურმე.
სამკურნალოდ წყლის გამოყენება XX საუკუნის
20-იან წლებამდე გრძელდებოდა.
იმერეთის მეფეებს სპეციალურად მოწყობილი აბანოები
ჰქონიათ რუას ნაპირებზე. XIII საუკუნეში ილხანების სახელმწიფოს
ურდოები კვლავ განაგრძობდნენ საქართველოს დარბევას და აწიოკებას. ამ ბრძოლას კინაღამ შეეწირა დასავლეთ საქართველოს
მეფე დავით ნარინი. მტერმა გაიგო, რომ მისი
ადგილ-სამყოფელი ქუთაისში იყო. შეიმუშავა ქართველი მეფის ცოცხლად ხელში ჩაგდების მზაკვრული
გეგმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო სწორედ მაშინ, როცა დავით ნარინი ჭომის აბანოებში
იქნებოდა აბაზანების მისაღებად.
მტრის შეიარაღებული რაზმი მოულოდნელად, მართლაც
თავს დაესხა მეფეს ჭომის აბანოში, მაგრამ დავითმა მოახერხა მტრის ხელიდან დასხლტომა
და ქუთაისის ციხისათვის თავის შეფარება. ამ ფაქტს ასე აგვიწერს ჟამთააღმწერელი: „ შეკრბეს
სიმრავლე ლაშქრისა და დაესხნენ ქუთათისს აბანოს შინა ყოფსა მეფესა და ძლით შეესწირა
ცხენისა ერთითა კაბითა მარტო ილტვოდა, ხოლო თათართა მოაოხრეს ეკლესიანი და მრავალი
სული ქრისტიანი მოიკლა“.
ჭომის ტერიტორიაზე რიყის ქვების ვეებერთელა მასივებში
ხელოვნური „აბაზანები“ ადგილობრივ მოსახლეობას გაუკეთებია. შრომისმოყვარე ქართველ მშენებლებს
რკინის იარაღით ღია ცის ქვეშ გულდაგულ ამოუჭრიათ ქვის უმაგრესი მასივები იმ ზომამდე,
რომ შიგ ადამიანს თავისუფლად შეძლებოდა მოთავსება,
წყლის დაგროვება და აბაზანის მიღება. ჭომის ბუნებრივი აბანოები დიდ დახმარებას უწევდა
სახსრების ანთებისა და რევმატიზმით დაავადებულ ადამიანებს.
გულდასაწყვეტია, რომ ახლა მას ამდენი მნიშვნელობის
ანარეკლიც კი არ ემჩნევა, ღელე მთლიანად დაბინძურებული
და მიტოვებულია, იგი შველას მოითხოვს.
No comments:
Post a Comment