რიონის ჰიდროელექტროსადგურის
კაშხალი
1927 წლის 28 ივნისს მ. კალინინმა რიონჰესის მშენებლობის დასაწყისის აღსანიშნავად
ლაღუმი ააფეთქა;,,სრულ ხუთ საათზე შნურთან მიდის ამხანაგი კალინინი, ,,კნოპკაზე’’ თითის
დადებისთანავე გაისმის აფეთქების მძლავრი ხმა...მეორე შნურს მოსწევს ამხ.ელიავა და
მესამეს ამხ. მიხა ცხაკაია.’’-წერია არქივის მასალებში.
1934 წელს რიონჰესის შეგუბებული წყლის ბაზაზე ჭომის ბოლოს მანამდე არსებული
ი.ბაქრაძის ხეხილ-ბაღნარის ვრცელ მამულში აშენდა ქუთაისის წყალსადენის სათავე-ნაგებობანი.
1933 წლის 30 სექტემბერს რიონჰესმა ჩვენს რესპუბლიკას პირველი ელექტროდენი მისცა,
ხოლო 1934 წლის 30 ივლისს რიონჰესის ოთხივე ჰიდროგენერატორი სრული სიმძლავრით ამუშავდა.
რიონჰესის
კაშხალის ბაზაზე 1928 წელს დაიწყო მდინარე რიონის წყლის გამწმენდ ნაგებობათა მსენებლობა,
რომლის პროექტზე მუშაობდა ნიკოლოზ პავლეს ძე თუმანიშვილი.აღნისნული უბნის სანიტარულ
ზონას 5,5 ჰექტარი ფართობი უჭირავს.რიონიდან მიღებული წყალი გაივლის რა პირველ დამუშავებას,გადადის
ფილტრებში და შემდეგ სემკრებ რეზერვუარში, აქედან კი ტუმბოების საშუალებით სასმელი
წყლის სახით ქალაქს მიეწოდება. საშუალოდ ყოველ წამში ებანი ქალაქს 1300-1500 კუბურ
მეტრ წყალს აწვდიდა.
No comments:
Post a Comment