ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკური ბაღი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქუთაისის დენდროპარკი, მოკლედ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდრიონის მარჯვენა სანაპიროზე და თავისი ხანდაზმულობისა და გეგმარების თავისებურების გამო საბაღო-საპარკო მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება. გარდა ამისა იგი სუბტროპიკული ხეებისა და ბუჩქების ინტროდუქციის ერთ-ერთ პირველ პუნქტს წარმოადგენს იმერეთში. ბაღი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ასეული სახეობითაა წარმოდგენილი.

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი რამდენიმე ბუნებრვი ტერასით არის წარმოდგენილი. გეოგრაფიულად იგი კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს წრმოადგენს და ზღვის დონიდან სიმაღლე 150 მეტრს აღწევს.
ქუთაისში უცხო მცენარეთა შემოტანას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და მათი პირველი ცდები მე-19 საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება, მაგრამ მეცნიერულ საფუძველზე მცენარეთა ინტროდუქცია აქ მხოლოდ 1969 წლიდან იწყება და იგი მჭიდორდაა დაკავშირებული ქუთაისის ბოტანიკური ბაღის შექმნასთან. ბოტანიკური ბაღი სამეცნიერო კვლევითი, სასწავლო აღმზრდელობითი და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
იმერეთში ისევე როგორც საქართველოში, ზოგიერთი ეგზოტიკური მცენარე ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. ისეთი ეგზოტიკების როგორიცაა, მარადმწვანე ვიპროსიჭადარიდაფნაციტრუსებიჩვეულებრივი კაკალი და სხვა, იმერეთში შემოტანის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ დაუდგენელია და უცხო მცენარეთა შემოტანის ასეთი მცდელობები სტიქიურად ხდებოდა.

მცენარეთა ინტროდუციას მეცნიერულ დონეზე შედარებით სისტემური ხასიათი იმერეთის მხარეში და კერძოდ კი ქუთაისში საფუძველი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩაეყარა და იგი მჭიდროდ უკავშირდება ქუთაისში საქალაქო ბაღის (მოგვიანებით ,,ბულვარი, ამჟამად ქალაქის პარკი) და ფერმის ბაღის (ამჟამად ბოტანიკური ბაღი) შექმნას. საქალაქო ბაღი გაშენდა დაახლოებით 1820 ., ხოლო ,,ფერმის ბაღი კი 1840 წელს. სწორედ ეს პერიოდი უნდა ჩაითვალოს ქუთაისში უცხო ეგზოტიკურ მცენარეთა ინტროდუციის პირველ ეტაპად და იგი გრძელდება 1900-1910 წლამდე.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა ახალი სახეობების შემოტანის და ამ გზით ბაღის მცენარეული საფარის გამდიდრების მეორე ეტაპი ყოფილი ,,ჭომის პარკი (იგივე ფერმის ბაღი) ტერიტორიაზე სუბტროპიკული ინსტიტუტის სახელს უკავშირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მცენარეთა ინტროდქუციისა იწყება ქუთაისის ბოტანიკური ბაღის შექმნით. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბაღში ინტენსიურად მცენარეთა ინტროდუქცია. იქმნება ახალი გეოფლორისტული ნაკვეთები.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მცენარეთა ინტროდუქცია ხდებოდა ბათუმის, სოხუმის, თბილისს ბოტანიკური ბაღებიდან, ხოლო ნაწილი სახეობების ინტროდქციის წყარო იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნების ბოტანიკური ბაღებიდან დელექტუსით მიღებული თესლები. მათგან განსაკუთრებით თესლები მოდიოდა მოსკოვის, რიგის, კიევის, ნიკიტის, დონეცკის ბოტანიკური ბაღებიდან.
2006 წლიდან საქართველოს მეცნიერებასა და განათლების დარგში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოში არსებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და მათ შორის ბოტანიკური ბაღები, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ამ თარიღიდან ქუთაისის ბოტანიკური ბაღის სრული დასახელება გახდა: თბილისის ბოტანიკური ბაღის ფილიალიქუთაისის ბოტანიკური ბაღი. ამ უკანასკნელ პერიოდში ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა მრავალჯერ შეიცვალა სახელწოდება, ხოლო 2012 წლიდან დაიწყო ახალი ეტაპი ბაღის ისტორიაში: ქუთაისის ბოტანიკური ბაღი დაუბრუმდა ქალაქს და მასზე მეურვეობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ იკისრა. ამჟამად ბოტანიკური ბაღის სრული სახელწოდებაა ,,ააიპ ქალაქ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი”.


No comments:

Post a Comment