სამიკიტნო დუქანი

სამიკიტნო-დუქანი

მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მდინარე დასაწყისიდან მდინარე რიონის ნაპირებთან არსებულ ბაღნარში დაარსდა ძველი ქალაქის ყარაჩოღელთა და თავადაზნაურთა დროსტარების და ღრეობის სნუკვარი რესტორანი ,,ალავიძის სამიკიტნო’’-დუქანი, რომელმაც 1935 წლამდე მიაღწია.
რაც შეეხება სუფრას, თქვენს გაოცებას საზღვარი არ ექნებოდა, როცა სტუმრისთვის მდინარე რიონში ახლადდაჭერილ თევზს გაუმზადებდნენ და მიართმევდნენ.
მაგრამ გასაჭირიც ჰქონდა ალავიძეს, სწორედ ამიტომაც:

                                ,,ალავიძის დუქანსაო დიდი შფოთი ურტყამსაო,
                                 ალავიძე დაჩოქილი ეხვეწება უფალსაო,
                        ნუ დამინგრევ დუქანსაო, ცხვარს შეგწირავ მსუქანსაო’’. (ხალხური)


1973 წლიდან ამ შენობაში ბინა დაიდო მე-13 საბავშვო ბაღმა, 1964 წელს ეს ბინა გადაეცაკერძო პირს საცხოვრებელ ფართად.

No comments:

Post a Comment